Thumbnail

'ფანების გარეშე თასის აწევა საშინელება იქნება' - ამბობს ვირჯილ ვან დაიკი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ვან დაიკს თასის აწევა ცარიელ სტადიონზე არ სურს
  • ჰოლანდიელი მცველი, ფანებს ჩემპიონობის ბოლომდე მიყვანას ჰპირდება...

ვან დაიკის ლივერპული პრემიერლიგას ლიდერობს, წითლები მეორეადგილოსან სიტის 25 ქულით უგებენ, თუმცა ჩემპიონატი 3 აპრილამდე (მინიმუმ) გადაიდო.

ჰოლანდიელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შიშობს, რომ 30 წლიანი ლოდინის შემდეგ, მერსისაიდული კლუბი სანატრელ ტიტულს ენფილდზე ფანების გარეშე აღმართავს.

"არავის უნდა თამაში ფანების გარეშე. თუ ტიტულს მოვიგებთ და მოედანზე ფანები არ იქნებიან, ეს საშინელება იქნება პირველ რიგში გულშემატკივრებისთვის." - ამბობს 28 წლის მცველი.

"ენფილდზე თუ გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს თასის აწევა, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება. ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა იქნება წინ, მაგრამ ჩემპიონობას ფანებს აუცილებლად ვპირდები."

კომენტარები

ბოლო ამბები