Thumbnail

‘შემოსულ თანხას გავაორმაგებ’ – პოგბა კორონავირუსს თავისებურად ებრძვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მანჩესტერ იუნაიტედის 26 წლის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხის შეგროვებაა.

ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 27 წელი შეუსრულდა, ინსტაგრამში განაცხადა, რომ თუკი მის დაბადების დღეზე ქველმოქმედების სახით 27 ათასი ფუნტი შეგროვდება, ის თანხას გააორმაგებს.

“დაბადების დღე მაქვს და მიხარია, რომ ჩემი ოჯახი და მეგობრებიც კარგად არიან. თუმცა, ამ ეტაპზე მსოფლიოში ბევრ ადამიანს უჭირს.

პანდემიის კორონავირუსი ბევრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ახდენს ზეგავლენას, მათ შორის, ბავშვებზე.

ასეთ პერიოდში საჭიროა, რომ ერთად ვიმოქმედოთ. იმედი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით 27 ათას ფუნტს შევაგროვებ. ამასთან, ამ ომში გასამარჯვებლად, მზად ვარ, რომ აღნიშნული თანხა გავაორმაგო”.

პოგბას საქციელი თავისთავად მისასალმებელია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ხელფასი კვირაში 290 ათას ფუნტს უტოლდება, ცოტა უცნაურია, რომ შემოწირულობის სახით 27 ათასს ითხოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები