Thumbnail

ტესტ-მატჩი, რომელიც ესპანეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს შორის უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ‘ზუდდოიჩე ცაითუნგს’ დაუდასტურა, რომ 26 მარტს მადრიდში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა არ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გაუქმდა გერმანიისა და იტალიის ნაკრები გუნდების ტესტ-მატჩიც, რომელიც 31 მარტს, ნიურნბერგში იყო დაგეგმილი. ესპანეთის მთავრობამ შაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით უცნობია და რთული სათქმელია, როდის განახლდება ევროპაში საფეხბურთო მატჩები.

ბოლო ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 162 933 შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 6 083 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 76 219. ესპანეთსა და იტალიაში მოსახლეობა თვითიზოლაციაშია. იტალიაში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების 21 157 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 441 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 1 966. ესპანეთში სულ 7 753 შემთხვევაა დაფიქსირებული - უკვე გარდაიცვალა 291 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 517.

კომენტარები

ბოლო ამბები