Thumbnail
  • ოკჟეტპესი 0:1 ქაისარი
  • ლობჯანიძის მე-2 გოლი და მე-2 მოგება

ელგუჯა ლობჯანიძის ქაისარი ყაზახეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში ოკჟეტპესს ესტუმრა და 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი ელგუჯა ლობჯანიძის ანგარიშზეა. ქართველმა შემტევმა თავი მე-10 წუთზე გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ქაისარმა პირველი ტურის მატჩიც 1:0 მოიგო და იმ შეხვედრაშიც ლობჯანიძემ გაიტანა. ამგვარად, ელგუჯას ანგარიშზე 2 გოლი და გუნდისთვის მოტანილი 6 ქულაა.

ქაისარი ლიდერთა შორისაა და მომდევნო ტურში თარაზს მასპინძლობს, რომელიც ლობჯანიძის ყოფილი გუნდია.

ლობჯანიძის გამარჯვების გოლი პირველ ტურში 📺

კომენტარები

ბოლო ამბები