Thumbnail

ხაბიბი ფერგიუსონთან ბრძოლის შესაძლო გადადების ფაქტს გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ხაბიბ ნურმგაომედოვმა კორონავირუსის მიერ შექმნილ კრიზისის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მიანიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული არ არის.

"მე ვარჯიშით ვარ დაკავებული და დარბაზის გარეთ რა ხდება არ ვიცი..." - წერს ხაბიბი. "ბრძოლამდე მძიმედ ვშრომობ და ასე იქნება 18 აპრილამდე, მერე რა იქნება არავინ იცის."

ხაბიბ ნურმაგომედოვის და ტონი ფერგიუსონის ჩხუბი 18 აპირლს ბრუკლინის ბერკლი არენაზე გაიმართება. "ფანების თუ ფანების გარეშე ეს ბრძოლა მაინც ჩატარდება" - ამბობს ხაბიბის პრომოუტერი ალი აბდელაზიზი.

დანა უაითმა ინსტაგრამზე სთორი დადო, სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტი 'მემეს' გამოყენებით, ხაბიბის და ფერგიუსონის ჩხუბის გადადების შესაძლო ფაქტს ეხმაურება. დანამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლები ჩატარდება, თუმცა მაყურებლის გარეშე.

კომენტარები

ბოლო ამბები