Thumbnail
  • არგენტინელმა ფორვარდმა ლუის სუარესი უნდა შეცვალოს
  • მარტინესის სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა

ესპანურმა ბარსელონამ არგენტინელ ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Daily Star-ის ცნობით, კატალონიელები აპირებენ მილანის ინტერის ერთ-ერთ ლიდერს წელიწადში ხელფასის სახით 17 მილიონი ევრო შესთავაზონ.

საინტერესოა, რომ დაახლოებით იგივე ანაზღაურება აქვს ბარსას ფრანგ თავდამსხმელს ანტუან გრიზმანს, რომელიც ესპანურმა გრანდმა მადრიდის ატლეტიკოდან 120 მილიონ ევროდ გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ლაუტაროს ტრანსფერი, რომელიც ურუგვაელი ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრება, 65 მილიონი ევრო დაჯდება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მარტინესი ფეხბურთელი ინტერში 2018 წელს არგენტინული რასინგიდან გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში ლაუტაროს მილანელთა მაისურით 31 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 16 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები