Thumbnail

'ექიმებს კარგად უნდა მოვუსმინო' - ვალენსიას მცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესეკილ გარაიმ დაადასტურა, რომ კორონავირუსი აქვს
  • ვალენსიას მცველი ამბობს, რომ თავს ცუდად არ გრძნობს

ვალენსიას მცველ ესეკილ გარაის კორონავირუსი აქვს - 33 წლის ფეხბურთელმა ეს ამბავი ინსტაგრამზე დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ გარაის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მატჩებში ბერგამოს ატალანტასთან არ უთამაშია. როგორც იცით, ბერგამო იტალიაში ფაქტობრივად კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია.

“ახლა უკვე ფაქტია, რომ 2020 წელი ჩემთვის კარგად არ დაიწყო. კორონავირუსზე ტესტის შემდეგ დადებითი პასუხი მივიღე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლა ექიმებს კარგად უნდა მოვუსმინო. იზოლაციაში ვიქნები,” - დაპოსტა გარაიმ, რომელსაც ატალანტასთან ტრავმის გამო არ უთამაშია.

ბოლო ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 157 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 5 839 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 75 937. იტალიაში მოსახლეობა თვითიზოლაციაშია. იქ ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების 21 157 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 441 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 1 966. ესპანეთში სულ 6 391 შემთხვევაა დაფიქსირებული - უკვე გარდაიცვალა 196 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 517.

კომენტარები

ბოლო ამბები