Thumbnail

ტოჩინოშინის ზედიზედ მე-2 გამარჯვება – ქართველმა სუმოისტმა მონღოლ ვეტერანს აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძეს ჰარუ ბაშოზე 3 მოგება მოუგროვდა
  • ქართველი სეკიტორი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკას სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 ორთაბრძოლა მოიგო, რაც მიმდინარე ჰარუ ბაშოზე პირველად მოხდა.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაშისთან დიდი ბრძოლა გადაიტანა.

35 წლის მონღოლი 32 წლის ქართველს მაგრად დაუდგა და ჩვენებურის დოჰიოს კიდესთან მიყვანაც მოახერხა, თუმცა, ლევანმა კონტრიერიში წამოიწყო და შიტატედაშინაგეთი აჯობა.

ტოჩინოშინს 3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო შეხვედრა კი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან ელის, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც თანაბარი ბალანსი (12 მოგება, 12 მარცხი) გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი წოდებაში მხოლოდ მაშინ დაწინაურდება, თუკი მინიმალურ დადებით ბალანსს (8 გამარჯვება) მაინც დააფიქსირებს.

📺  ვიდეო: ტოჩინოშინი V ტამავაში

კომენტარები

ბოლო ამბები