- კრიშტიანო რონალდოს სასტუმროებს კლინიკებად გამოიყენებენ
- ექიმებს და პერსონალს ხელფასს თვითონ CR7 გადაუხდის
ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიაში საკუთარი სასტუმროების უფასო კლინიკებად გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა ‘მარკა’ წერს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი თვითონ გადაუხდის ხელფასებს ექიმებს და პერსონალს. შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც იუვეს მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა, კრიშტიანო სამშობლოში იმყოფება. იტალიაში მინიმუმ 3 აპრილამდე ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია - მათ შორის, სერია A-ს მატჩებიც.
ბოლო ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 157 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 5 839 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 75 937. პორტუგალიაში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების 169 შემთხვევაა დაფიქსირებული და არავინ გარდაცვლილა, ხოლო იტალიაში კი, 21 157 შემთხვევა და გარდაიცვალა 1 441 ადამიანი.
კომენტარები