Thumbnail
  • ტულის არსენალი 0:1 ყაზანის რუბინი
  • ზურიკო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ტულაში ქართული დაპირისპირება შედგა - გია გრიგალავას არსენალი ზურიკო დავითაშვილის რუბინის (ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია) წინააღმდეგ. ამ მატჩის ბედი ზურიკომ გადაწყვიტა, რომელმაც 44-ე წუთზე კარგად გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა და ეფექტური დარტყმით გაიტანა - 0:1 და რუბინმა 3 ქულა მოიპოვა. 

მატჩის მიწურულს, მე-80 წუთზე დავითაშვილი გააფრთხილეს, მან შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც მასპინძელმა გრიგალავამ. არსენალი 28 ქულით მე-7 ადგილზეა, რუბინს 23 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. 

19 წლის დავითაშვილმა პრემიერ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა. მან 22 ტურიდან 18-ში მიიღო მონაწილეობა, აქედან 17-ში სასტარტო შემადგენლობაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები