Thumbnail
  • რუსეთის მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა საქართველოსთან გადადებულ მატჩზე ისაუბრა
  • უელსელი სპეციალისტის თქმით, თამაშის გადადების გადაწყვეტილება მართებული იყო
  • ლინ ჯონსის თქმით, მოსაფიქრებელია გეგმა, რომლითაც რუსეთი საქართველოს მოუგებს
  • LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად 

რაგბი ევროპის 2020 წლი ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებს რუსეთისთვის 14 მარტს, თბილისში უნდა ემასპინძლა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, გადაიდო. გადაწყვეტილება ბოლო მომენტში რაგბი ევროპამ მიიღო, რომელმაც მისი ეგიდით 13 მარტიდან 15 აპრილამდე დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადადო.

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. უელსელმა სპეციალისტმა თბილისური მატჩის გადადების მართებულობასა და საქართველოს დამარცხების შანსზე ისაუბრა.

"რაგბიში მატჩის გადადება ხდებდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად რუსეთის ნაკრების მოთამაშეები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. გრძელი გზის გავლა მოგვიხდა, რამდენიმე გადაფრენა, რათა თბილისში ჩავსულიყავით.  

მაგრამ პირველ ადგილზე ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. რა თქმა უნდა, მატჩის გადადების გადაწყვეტილება მართებული იყო. ჯანმრთელობა უმთავრესია. დღეს ბევრი ადამიანი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს. და როდესაც ასე იქცევი, საფრთხეს ყველა გარშემომყოფს უქმნი. 

მატჩი რომ ჩატარებულიყო, სტადიონზე ათიათასობით ადამიანი მოვიდოდა, კორონავირუსი საქართველოში სწრაფად გავრცელდებოდა და ეს საშინელება იქნებოდა".

რუსი მორაგბეებისთვის ბორჯღალოსნებთან მატჩი განსაკუთრებულია

"ბორჯღალოსნებს" რუს "დათვებთან" მოგებათა 18-მატჩიანი სერია აქვთ (ჯამში გამართული 23 მატჩიდან კი 21 გამარჯვება). ლინ ჯონსი საუბრობს იმაზეც, რამდენად მზად იყო მისი გუნდი ამ სერიის შესაწყვეტად.
 
"ჩვენი მოთამაშეები ამ მატჩის წინ ძალიან მომართულები იყვნენ. ჩვენი გუნდი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩს ყოველთვის ელოდება. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ბოლო წლებში რუსეთს საქართველოსთვის არასდროს მოუგია და ეს სამწუხარო ტრადიცია უნდა შევწყვიტოთ. ამაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს იდეა განვახორციელოთ, გეგმა გვჭირდება.  ჩვენთან შედარებით, ისინი წინ არიან. ყველა საუკეთესო ქართველი მორაგბე საფრანგეთის ძლიერ კლუბებში გამოდის. უნდა ვიფიქროთ გეგმაზე, რომლის განხორციელებითაც რუსეთი შეძლებს საქართველოს დამარცხებას. თორემ ასე ჯერჯერობით არაფერი იცვლება. და როდესაც არ იცვლები, შედეგებიც ძველებური გაქვს", - ამბობს უელსელი.

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ვადამდე გახდნენ

კომენტარები

ბოლო ამბები