Thumbnail

კორონავირუსი | უეფა ჩემპიონთა ლიგაში მატჩების შემცირებაზე ფიქრობს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო, რამდენიმე სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო. ვირუსმა ზიანი მიაყენა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ტურნირებსაც, რომლებიც დროებით გადაიდო.

უეფაში შიშობენ, რომ აღნიშნული ტურნირების ფინალები შესაძლოა გადაიდოს. ორგანიზაციაში კი არ სურთ, რომ ფინალების თარიღმა გადაიწიოს და შეჯიბრებების განახლების და ჩატარების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

Mirror-ის ინფორმაციით, უეფა ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე, ერთ მატჩად ჩაატაროს - განმეორებითი შეხვედრების გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ევროპალიგასაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი რეალური გამოსავალია, რათა ტურნირები დასრულდეს. მატჩების რაოდენობის შემცირება საფეხბურთო კალენდარს შეამსუბუქებს და ტურნირების დასრულებასც მოასწრებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები