Thumbnail

'სულელური **** ვირუსი' - კორონავირუსმა მაკგრეგორის დეიდა იმსხვერპლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის დეიდა კორონავირუსისგან გარდაიცვალა. მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა და ამასთან, მისი გვერდის გამომწერებს პანდემიასთან ბრძოლისას ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა. 

"სწორი ჩვევები, რომლებსაც ამ თავდასხმის შემდეგ შევიძენთ, მომავალში უფრო გაგვაძლიერებს. ხელების ჰიგიენას ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ არასაკმარისად. ადამიანიები ხშირად მეუბნებინა: "თქვენთან ფოტოს არ ვითხოვ, უბრალოდ, ნება მიბოძეთ, ხელი ჩამოგართვათ". და მეც ვაძლევ ამის უფლებას, რადგან ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ფოტო. მაგრამ სამაგიეროდ, ეს მეტისმეტად სარისკოა. პირადი ჰიგიენისა და პირადი სივრცისადმი უფრო ყურადღებით იყავით და დაიცავით. 

ეს ფოტოსურათი რამდენიმე დრის წინ, დუბლინის სტუდიაშია გადაღებული. პირდაპირი ეთერისთვის ვემზადებოდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი საყვარელი დეიდა ენი გარდაიცვალა. ჩემთვის სიცოცხლე გაჩერდა. ოჰ, ეს სულელი **** ვირუსი", - დაწერა 31 წლის მაკგრეგორმა.

კოორის ბოლო ბრძოლა იანვარში გაიმართა. ირლანდიელმა დონალ დარონე ნოკაუტში გაუშვა. მაკგრეგორის მომდევნო მეტოქის ვინაობა დაზუსტებული არაა და შესაძლოა, ის ჯასტინ გეიჯი იყოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები