Thumbnail

5 გოლი, 6 პასი და 16 კგ-იანი გოჭი - რონალდინიომ ციხის ჩემპიონატი მოიგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფეხბურთს პარაგვაის ციხეშიც თამაშობს
  • 39 წლის ბრაზილიელის გუნდმა ციხის ტრადიციული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო
  • რონალდინიომ ასეთი ორიგინალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო

კატალონიური ბარსელონას და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო, რომელიც ამჟამად პარაგვაის ციხეში იმყოფება, ციხის ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

რონალდინიო პარაგვაის ციხის ტურნირის მთავარი ვარსკვლავი იყო

პარაგვაის ციხეში ტურნირი ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება და მას ცნობილი ფეხბურთელის საპატიმროში მოხვედრასთან კავშირი არ აქვს. ბოლო ტურნირში პირველობისთვის 194 პატიმრისგან დაკომპლექტებული 10 გუნდი იბრძოდა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, პატიმრების გუნდმა, რომლის რიგებშიც ლეგენდარული ბრაზილიელი გამოდიოდა, მეტოქესთან დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 11:2. იუწყებიან, რომ რონალდინიომ ფინალში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. 

რაც ყველაზე საინტერესოა, ჯილდოს სახით რონალდინიოს გუნდმა 16 კგ-იანი გოჭი მიიღო. 

რონალდინიომ და მისი ძმამ, რობერტო დე ასის მორეირამ, ასუნსიონის აეროპორტში ყალბი პასპორტები წარადგინეს, რისთვისაც მოგვიანებით დააკავეს. 5 მარტს პარაგვაის გენერალურმა პროკურორმა ბრაზილიელის დაპატიმრების ორდერი გასცა, 7 მარტს კი მოსამართლემ ყოფილი ფეხბურთელის წინასწარ პატიმრობაში ექვსი თვემდე ვადით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

რონალდინიომ 2005 წელს ოქროს ბურთი მოიგო, 2020-ში - გოჭი! 

რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონია. 2005 წელს ის "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, 2004 და 2005 წლებში კი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

რონალდინიო ევროპაში პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები