Thumbnail

ირლანდიაც და ჩრდილოეთ ირლანდიაც პლეი-ოფების გადადებას ითხოვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ირლანდიის რესპუბლიკის და ირლანდიის (რომელიც მხოლოდ ჩრ.ირლანდიას მართავს) ფეხბურთის ასოციაციები, კორონავირუსის გამო ევრო 2020-ის პლეი-ოფის გადადებას ითხოვენ.

ჩრდილო ირლანდია პლეი-ოფის მატჩს გასვლაზე, სარევოში ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავს. ირლანდიის რესპუბლიკა კი ბრატისლავაში სლოვაკეთის ნაკრებს ეთამაშება.

თუ ორივე ნაკრებმა პლეი-ოფის პირველი მატჩები მოიგო, 31 მარტს საგზურისთვის მებრძოლი ირლანდიური დერბი ბელფასტში გაიმართება, თუმცა მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ორივე ასოციაცია მატჩების გადადებას ითხოვს და ამას ირლანდიელები 17 მარტს უეფაში გამართულ ასოციაციათა ვიდეო-კონფერენციაზე განაცხადებენ. ირლანდიის რესპუბლიკამ დღეს, სლოვაკეთთან მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა არ დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები