Thumbnail

'ეს სიგიჟეა, არსებობს სპორტზე მნიშვნელოვანი რაღაცები' - ალკანტარა ბუნდესლიგაზე

გერმანიის საფეხბურთო ლიგაში კორონავირუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 16 მარტს მიიღებენ. ეპიდემიის საფრთხის გამო, სავარაუდოდ, პირველ და მეორე ბუნდესლიგაში პაუზა 2 აპრილამდე გამოცხადდება. 

გერმანული ბუნდესლიგა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ერთადერთია, რომელიც კორონავირუსის გამო არ შეჩერდა და მატჩები ამ უქმეებზეც გაიმართება, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, 26-ე ტურში არ ჩატარდება ვერდერი-ლევერკუზენის დაპირისპირება. შესაბამისი გადწყვეტილება ბრემენის მერმა ულრიხ მაირმა მიიღო.

გერმანიის საფეხბურთო კავშირს გამოეხმაურა მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, რომელიც გამოდის მოწოდებით, რომ თამაშები სასწრაფოდ გაუქმდეს.

"ეს სიგიჟეა, - დაწერა ალკანტარამ ტვიტერზე. - თუ შეიძლება, მოეშვით სისულელეებს და ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით. გულახდილები ვიყოთ, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები, ვიდრე ნებისმიერი სპორტი".

ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი, რომელიც სატურნირო ცხრილს 55 ქულით ლიდერობს, სტუმრად ბერლინში უნიონს უნდა დაუპირისპირდეს. 28 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები