Thumbnail

დიდი 10 - ბათუმმა აკადემიას ერთი ჯარიმით მოუგო და ლელოს გადაუსწრო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკადემია 0:3 ბათუმი.
  • ქარიანმა ამინდმა შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია.
  • ბათუმმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

დიდი 10-ის მე-15 ტური აკადემიისა და ბათუმის მატჩით გაიხსნა. ქარიანმა ამინდმა შეხვედრაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ბათუმმა შეხვედრის მე-10 წუთზე ჯარიმის გატანა მოახერხა - თავი ვიტალი კირინმა გამოიჩინა. დარჩენილი 70-წუთის განმავლობაში, მორაგბეებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.

ბათუმმა 0:3 იმარჯვა და ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ირაკლი ნინიძის გუნდმა ამ გამარჯვებით პლეი ოფში თამაში გაინაღდა. აკადემიას 23 ქულა აქვს და ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს. ბათუმი 46-ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

დიდი 10-ის მე-15 ტურში კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება.
შაბათი
ლოკომოტივი - ჯიქი
კვირა
არმია - ბაგრატი
ლელო - ხარები
აია - არმაზი

 

კომენტარები

ბოლო ამბები