Thumbnail
  • ქართველი მცველი რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გააძევეს
  • საბა კვირკველია საკონტროლო-დისციპლინარულმა კომიტეტმა გაამართლა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საკონტროლო-დისციპლინარულმა კომიტეტმა მოსკოვის ლოკომოტივის ქართველ ფეხბურთელს საბა კვირკველიას გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში გროზნოს ახმატთან მატჩში გააძევეს

მატჩის 84-ე წუთისთვის მოსკოველები 1:0-ს იგებდნენ, როდესაც სტუმრებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს, ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ბურთს კვერკველია გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთი ჩვენებურს ჯერ ფეხზე მოხვდა და მხოლოდ შემდეგ – ხელზე, თუმცა, არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და პენალტიც დანიშნა.

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ლოკომოტივი ამ მომენტს გაასაჩივრებდა. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა და ჩივილმა შედეგი მოიტანა.

საკონტროლო-დისციპლინარულმა კომიტეტმა მსაჯის შეცდომა დაადგინა და კვირკველიას სასჯელი მოუხსნა, ამდენად, მას მომდევნო ტურში მინდორზე გასვლის უფლება ექნება.

ცნობისთვის, რუსული პრემიერლიგა ევროპაში იმ იშვიათ ჩემპიონატთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც კორონავირუსის გამო, სეზონი არ შეწყვეტილა.

პრემიერლიგაში მორიგი 22-ე ტური სტარტს დღეს აიღებს, ლოკომოტივი კი 15 მარტს როსტოვს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები