Thumbnail

კორონავირუსი | ჩემპიონატი საფრანგეთშიც შეწყდა, თანაც გაურკვეველი ვადით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

არაერთი ევროპული ქვეყნის მსგავსად, საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერება საფრანგეთმაც გადაწყვიტა.

შესაბამისი ვერდიქტი დღეს, საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო როგორც ლიგა 1-ის, ასევე ლიგა 2-ის მატჩები.

აღარ ჩატარდება 29-ე ტურის შეხვედრებიც, რომლებიც მოახლოებულ უქმეებზე იყო დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები