Thumbnail

გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) ხელმძღვანელობა პირველი და მეორე ბუნდესლიგების შეჩერების საკითხს განიხილავს და დიდი ალბათობით, შესაბამისი გადაწყვეტილება 16 მარტს იქნება მიღებული.

ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ გერმანიაში საფეხბურთო სეზონი ორშაბათს შეწყდება და თამაშები 2 აპრილამდე აღარ გაიმართება, თუმცა კი, DFL-ში იმედი აქვთ, რომ სეზონის დასრულებას ზაფხულში მაინც მოახერხებენ.

ამასთან, საფრთხე არ ემუქრება მომავალ უქმეებზე დაგეგმილ 26-ე ტურის მატჩებს. ერთადერთი თამაში, რომელიც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო არ ჩატარდება, ჰანოვერი-დრეზდენია.

მიზეზი ისაა, რომ ჰანოვერელთა ორ ფეხბურთელს ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები