Thumbnail

მანუჩარ მარკოიშვილის და რეჯო ემილიას ნახევარფინალი გადაიდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზენიტმა რეჯო ემილიას 91:77 მოუგო.
  • მანუჩარ მარკოიშვილმა 26 წუთში 13 ქულა ჩააგდო.

საკალათბურთო ევროთასის მეოთხედფინალის მეორე მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის რეჯო ემილია სტუმრად რუსულ ზენიტთან დამარცხდა - 77:91. 

სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1, რადგან პირველ მატჩში მარკოიშვილის გუნდმა იტალიაში 75:61 მოიგო.

საპასუხო შეხვედრაშიც მანუჩარი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 26:31 წუთში 13 ქულა, 5 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველი მსროლელი 3-ჯერ დაჯარიმდა, მან ბურთი ორჯერ დაკარგა.

მარკოიშვილი ჯულიან რაიტთან ერთად 13-13 ქულით რეჯო ემილიას ბომბარდირი იყო ამ შეხვედრაში. ზენიტს ევგენი ვოროვმა 22 ქულა მოუტანა. 

ამ წყვილში გამარჯვებულს მესამე მატჩი გაარკვევს, რადგან სერია ორ მოგებამდეა. გადამწყვეტი მატჩი იტალიაში 14 მარტს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები