Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი გადაიდო - IJF-ს შემდეგ EJU ამოქმედდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • EJU-ს გადაწყვეტილება: ევროპის ჩემპიონატი ივნისში გაიმართება
  • ზაფხულამდე ძიუდოს საერთოდ ვეღარ ვიხილავთ

მას მერე, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სამი დიდი საერთაშორისო ტურნირი გააუქმა, რომელთა შორის თბილისის გრან პრი იყო, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, შეზღუდვები ძიუდოს ევროპულმა კავშირმაც დააწესა.

ძიუდოს ევროპული კავშირის გადაწყვეტილებით, პრაღაში 1-3 მაისს აღარ გაიმართება ევროპის ჩემპიონატი. ტურნირი კვლავ ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართება, მაგრამ 19-21 ივნისს. ევროპის ჩემპიონატს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის დატვირთვაც აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები