Thumbnail

ყველა სარაგბო მატჩი, რომელიც რაგბი ევროპის ორგანიზებით 13 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, გადადებულია.

ამგვარად, ჩაიშალა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრაც, რომელიც შაბათს, 14 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით უნდა გამართულიყო.

შესაბამისი განცხადება ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და პრეზიდენტის – რუმინელი ოქტავიან მორარიუს კომენტარიც გამოაქვეყნა:

“გლობალური პანდემიის ვითარებაში, ჩვენთვის პრიორიტეტული მორაგბეების, მწვრთნელების, ოფიციალური პირებისა და ქომაგების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. იმედი გვაქვს, რომ 15 აპრილამდე პერიოდი სკამარისი იქნება, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს. თუკი ეს არ მოხდა, ჩვენ უქმობის პერიოდს გავაგრძელებთ”.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ამ ეტაპისთვის გადადებულია რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩები (სულ 12 თამაში), 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში 22-28 მარტს უნდა გამართულიყო) და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (რუსეთის ქალაქი კალინინგრადი, 12-18 აპრილი).

საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო 🏉 ძვირფასო მეგობრებო! ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის...

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 12 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები