Thumbnail
  • პარი სენ ჟერმენმა დორტმუნდი გააგდო და მეოთხედფინალში გავიდა
  • პსჟ-ს ფეხბურთელებმა ერლინგ ჰაალანდის საქციელს უპასუხეს
  • პრესნელ კიმპემბემ მატჩისწინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა შინ დორტმუნდის ბორუსია 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პარიზული გუნდი მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა.

ჰაალანდმა მატჩამდე პსჟ-ს გუნდის ფეხბურთელები გააღიზიანა, რის გამოც პარიზელები მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგაც ჰაალანდს დასცინოდნენ.

პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელმა, პრესნელ კიმპემბემ მატჩის დასრულების შემდეგ დორტმუნდის ფეხბურთელებსა და გერმანული გუნდის სოციალური მედიის თანამშრომლებზე ისაუბრა.

''ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მათ თავმდაბლობა დაივიწყეს. როცა საშინაო არენაზე მოიგეს,  ტვიტები გამოაქვეყნეს, ინსტაგრამზე ფოტოები დადეს და უამრავი კომენტარი გააკეთეს - ეს ყველაფერი გუნდის ოფიციალურ ფეხბურთელთა და სპორტული დირექტორის პირად გვერდებზე მოხდა. ვფიქრობ, ამან გაგვაძლიერა და მცირე მრისხანებაც შეგვმატა, რამაც ამ მატჩში ჩვენ სასარგებლოდ იმუშავა'' - განაცხადა კიმპემბემ.

კომენტარები

ბოლო ამბები