Thumbnail

ქვიზი: რომელი თამაში უნდა ითამაშო?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • უპასუხე კითხვებს და გეტყვით, რომელი თამაში უნდა გამოსცადო!
  • ქვიზი შედგენილია 2019 წელს გამოსულ თამაშებზე დაფუძნებით

თუ ბოლო თამაშის დახურვამ მელანქოლიური განწყობა დაგიტოვა, ან უბრალოდ მოწყენილი ხარ და ეძებ, თუ რა ითამაშო, ეს ქვიზი სწორედ შენთვისაა! უპასუხე ჩვენს კითხვებს და გირჩევთ თამაშს, რომელიც ნამდვილად მოგეწონება!

წარმატებას გისურვებთ!

ასევე ნახეთ: 

რომელი ჟანრის თამაშები გიყვარს?

RPG
სათავგადასავლო
საშინელებათა
სტრატეგიული
ონლაინ თამაშები მირჩევნია
მნიშვნელობა არ აქვს

რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშში?

საინტერესო სიუჟეტი და პერსონაჟები
კარგი გრაფიკა
კარგი გეიმფლეი
ბევრი ქვესთები
კარგი საუნთდთრექი
ყველაფერი მნიშვნელოვანია

როგორ სამყაროში თამაში გიყვარს?

ფენტეზი
საი-ფაი
დისტოპიური
თანამედროვე, ფენტეზი/საი-ფაი ელემენტებით
თანამედროვე, მაქსიმალურად რეალისტური
მთავარია, ონლაინ თამაში იყოს, სამყაროს მნიშვნელობა არ აქვს

POV - პირველი პირის თუ მესამე?

პირველი
მესამე
სულ ერთია
უნიკალური, საინტერესო POV-ის მქონე თამაში მინდა

გინდა, გმირის გარეგნობაზე და უნარებზე გავლენის მოხდენა შეგეძლოს?

კი, ჩემი გმირი მე თვითონ მინდა ავაწყო
არა, მომწონს უკვე არსებული პერსონაჟის როლის მორგება
სულ ერთია
მინდა შემეძლოს, სხვადასხვა გმირებით ვითამაშო ერთ თამაშში

რამდენი დრო გინდა დაუთმო თამაშს?

ერთ დღეში მინდა დავამთავრო
დღეში 1-2 საათი
დღეში 3-5 საათი
თუ თამაში მომეწონა, დროს მნიშვნელობა არ აქვს, მაინც დავხურავ

გეიმერი ხარ?

რა თქმა უნდა!
მიყვარს თამაშები, მაგრამ პროფესიონალი არ ვარ
რამდენიმე თამაში მითამაშია
არა, მაგრამ მინდა ვცადო

რეაქციის უნარი როგორი გაქვს?

ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
არც ისე კარგი

რას ელი ახალი თამაშისგან?

ახალ ემოციებს
განტვირთვას
ჩემი უნარების გაუმჯობესებას
მინდა თამაშმა შემაშინოს

აზარტული ხარ?

კი! რაც უნდა მოხდეს, მაინც მოვიგებ!
ალბათ, უფრო აზარტული ვიდრე არა.
ცოტა აზარტული ვარ
არ ვარ აზარტული
თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Control

შენ უნდა ითამაშო Control

Control სათავგადასავლო ჟანრის თამაშია, რომელშიც, ცდილობთ, ჩვენი სამყარო ზებუნებრივი ძალების შემოტევისაგან დაიცვათ. თამაშის საოცრად ლამაზი ვიზუალი და მოულოდნელობებით დატვირთული სიუჟეტი ნამდვილად მოგხიბლავთ.

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო DMC 5

შენ უნდა ითამაშო DMC 5

Devil May Cry 5 სათავგადასავლო/სლაშერის ჟანრის თამაშია, რომელშიც თქვენი მისიაა სამყარო დემონებისაგან დაიცვათ. მისი გეიმფლეი სწრაფი და დახვეწილია, პერსონაჟები კი იუმორით გამორჩეული. ეს თამაში დამწყები თუ ნაკლებად გამოცდილი გეიმერისთვისაც იოლი დასახურია და დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო GREEDFALL

შენ უნდა ითამაშო GREEDFALL

თუ კლასიკური ფენზეტის/როლური თამაშის მოყვარული ხართ, GREEDFALL ნამდვილად შეგიყვარდებათ. თამაშში გამოუკვლევ კუნძულზე მიემგზავრებით, სადაც უცნაურ მაგიასა და ხალხს აღმოაჩენთ და ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღებაც მოგიწევთ.

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო ANNO 1800

შენ უნდა ითამაშო ANNO 1800

ANNO 1800 სტრატეგიული თამაშია, რომელშიც ქალაქს აშენებთ. ის იმდენად ჩამთრევია, რომ, შესაძლოა, უეცრად აღმოაჩინოთ, რომ ღამის 4 საათია და ისევ კომპიუტერს უზიხართ :)

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Disco Elysium

შენ უნდა ითამაშო Disco Elysium

Disco Elysium დამოუკიდებელი თამაშია, რომელი ნოირ-დეტექტიური წიგნისა და სამაგიდო RPG-ს უნიკალურ მიქსს გვთავაზობს და მეტწილად ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიურ მოტივებს ეყრდნობა. მისი მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტი, დახვეწილი პერსონაჟები და მოთამაშის მიერ არჩეული გზის საერთო შედეგზე გავლენა, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებას დაგიტოვებთ.

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Anthem

შენ უნდა ითამაშო Anthem

Anthem ონლაინ მულტიფლეიერია, შუთერისა და როლური თამაშის მიქსია, მასში შეგიძლიათ გამოიკვლიოთ სა-ფაი/დისტოპიურ სამყაროში განლაგებული უნიკალური ლოკაციები, შეხვდეთ უამრავ საინტერესო პერსონაჟს და ზოგჯერ მათთან რომანიც კი გააბათ. მოკლედ, თუ ბევრი სიარული და დიდი ღია სამყარო გიყვართ, Anthem ნამდვილად მოგეწონებათ

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო The Outer Worlds

შენ უნდა ითამაშო The Outer Worlds

The Outer Worlds საი-ფაი სტილის, ქვესთებით დატვირთული, დინამიური თამაშია. საბრძოლო სისტემა, პერსონაჟები, ქვესთები და გეიმფლეი დახვეწილი და მოქნილია, ატომსფერო კი უნიკალური. ამ თამაშის მეორედ ან მესამედ გავლა ნამდვილად მოგინდებათ.

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Metro Exodus

შენ უნდა ითამაშო Metro Exodus

Metro Exodus პოსტაპოკალიფტური სტილის ექშენ თამაშია. მისი ღია, საინტერესო სამყარო დახვეწილი და დიდია და რუსული დისტოპიური იმპერიის მასშტაბით, უამრავ ლოკაციაზე მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს. სიუჟეტი მოულოდნელობითაა სავსე, რომლისგანაც თმა ყალყზე დაგიდგებათ. თუ Metro-ს თამაშებს არ იცნობთ, გირჩევთ Metro 2033-ით დაიწყოთ და Exodus ბოლოსთვის მოიტოვოთ.

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Star Wars Jedi: The fallen order

შენ უნდა ითამაშო Star Wars Jedi: The fallen order

თუ ''ვარსკვლავური ომების'' მოყვარული ხართ, Star Wars Jedi: Fallen Order ბევრ ახალ ისტორიას გთავაზობთ ''ვარსკვლავური ომების'' სამყაროდან. თუმცა, თუ ამ სამყაროზე ბევრი არაფერი იცით, თამაში დაძაბულ კომბატითა და ლამაზი, გამოსაკვლევად საინტერესო ლოკაციებით მაინც მოგხიბლავთ, სცადეთ!

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Apex Legends

შენ უნდა ითამაშო Apex Legends

Apex Legends გუნდური ბეთლ როიალის სტილის თამაშს სრულიად ახალი კუთხით დაგანახებთ და ჟანრში არსებული საუკეთესო მექანიკისა და კომუნიკაციის სისტემას შემოგთავაზებთ. თუ ბეთლ როიალის სტილის თამაშები გიყვართ, Apex აუცილებლად უნდა გამოსცადოთ!

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Borderlands 3

შენ უნდა ითამაშო Borderlands 3

Borderlands 3 ონლაინ მულტიფლეიერია, რომელშიც პლანეტ პანდორაზე ხდება. აქ, ლეგენდის მიხედვით, არსებობს საცავები, სადაც უამრავი გაჯეტისა და ძვირფასი ნივთების პოვნა შეიძლება. პერსონაჟების, რომელთაც მონადირეებს უწოდებენ, მისიაც სწორედ ამ საცავების პოვნაა. თამაში შეგიძლიათ მარტო ან მეგობრებრებთან ერთად, კომპიუტერის ან სხვა მოთამაშეების წინააღმდეგ

თქვენი შედეგია:

შენ უნდა ითამაშო Resident Evil 2 remake

შენ უნდა ითამაშო Resident Evil 2 remake

საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს კლასიკური თამაშის 2019 წლის ამ რიმეიქს გირჩევთ. ახალი RE2 ვიზუალითაც, აუდიოთიცა და გეიმფლეითაც სწორედ ისეთია, 2019 წელს რომ შეეფერება. კომბატის სტილი ძველებურად მომხიბვლავი და მოქნილია, განახლებული რაქუნ სითი კი ლამაზი და შემაძრწუნებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები