Thumbnail

კორონავირუსი | ჩემპიონთა ლიგაში სიტი-რეალის მატჩი გადაიდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსთან დაკავშირებით უეფა 17 მარტს გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრა მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალს შორის, გადადებულია. ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 

მატჩის გადადების მიზეზი მადრიდის რეალის საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი მოთამაშის ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტია. ვინაიდან მადრიდული კლუბის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებს საერთო ბაზა აქვთ, მოთამაშეების კარანტინში აღმოჩნდნენ.

მანჩესტერ სიტისა და რეალის პირველი მატჩი მადრიდში, სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი მანჩესტერში 18 მარტს უნდა გამართული. თამაშის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

COVID-19 თავდაპირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსით 126 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 4,6 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები