Thumbnail

კორონავირუსი | გობერის შემდეგ მიტჩელი – იუტაში მეორე ინფიცირებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დონოვან მიტჩელი იუტა ჯაზის მე-2 კალათბურთელი გახდა, ვისაც კორონავირუსით დაავადება დაუდგინდა. NBA-ს კლუბის ხელმძღვანელობამ სპეციალური ზომების გატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დადებითი ტესტი ჯაზის ფრანგმა ცენტრა რუდი გობერმა ჩააბარა.

როგორც ირკვევა, საერთო ჯამში, კლუბის 58 წარმომადგენელი (კალათბურთელები და თანამშრომლები) შეამოწმეს, თუმცა, ვირუსი მხოლოდ მიტჩელს აღმოაჩნდა.

ცნობისთვის, დონოვანს ძალიან შედეგიანი სეზონი აქვს. ამ დროისთვის, მისი საშუალო მოანაგარი 24.2 ქულა, 4.4 მოხსნა და 4.2 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები