Thumbnail

რუმინეთისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით 14 მარტს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, ბოტოშანში გასამართი შეხვედრა მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მას შემდეგ კორონავირუსს პანდემიის რანგი მიენიჭა, გადაწყვეტილება შეიცვალა.

“რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო არის შექმნილი, რაგბიევროპამ გადაწყვიტა რუმინეთისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი ცარიელი ტრიბუნებითაც კი აღარ ჩაატაროს.

ამჟამად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხელმძღვანელობა ტურნირის განრიგის გადამუშავებითაა დაკავებული და ეცდება, შიდა შეჯიბრებებისა და საზაფხულო ტესტების გათვალისწინებით, აღნიშნული თამაშისთვის ახალი თარიღი შეარჩიოს”, - ნათქვამია რაგბიევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში კიდევ 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთა გადადებაც არ განიხილება, თუმცა კი, შეზღუდვები მათაც შეეხოთ: თბილისსა (საქართველო-რუსეთი) და მადრიდში (ესპანეთი-პორტუგალია) დაგეგმილი შეხვედრები მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუსეთი

კომენტარები

ბოლო ამბები