Thumbnail
  • კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, უეფამ შეხვედრა დანიშნა
  • ევროპული ფეხბურთის მომავალთან დაკავშირებით 17 მარტს იმსჯელებენ
  • საქართველო-ბელარუსის მატჩის ჩატარების საკითხიც ალბათ აქ გაირკვევა   
  • LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი

უეფა ევროპის საფეხბურთო საზოგადოებას კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი რთული ვითარების განხილვას სთავაზობს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო განცხადებას თავის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს. 

"ევროპაში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, დღეს უეფამ თავისი 55 ასოციაციის, ევროპული კლუბების ასოციაციის, ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელების პროფკავშირის (FIFPro) წარმომადგენლებს შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ ვიდეოკონფერენციაში, რათა გავნიხილოთ შექმნილი ვითარება. შეხვედრის ჩატარება სამშაბათს, 17 მარტს იგეგმება. 
 
ვიდეოკონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის იქნება ყველა შიდა და საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი. შემდგომი განცხადება შეხვედრის შემდეგ გაკეთდება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში. 

სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება, როდის და რა პირობებში ჩატარდება ევრო 2020-ის შესარჩევი პლეი ოფის მატჩებიც. მოგეხსენებათ, 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა 1/2-ფინალში ბელარუსს "დინამო არენაზე" უნდა უმასპინძლოს. არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრა გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები