Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი - ლივერპული / 16:30
  • პრემიერლიგა ხვალ ოლდ ტრაფორდის მატჩით განახლდება.

ტურის ცენტრალური მატჩი

ოქტომბერში ენფილდის მატჩი, რომელიც ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის 0:0 დასრულდა, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი სანახაობა იყო.

ჟოზე მოურინიოს აკრიტიკებდნენ, თუმცა მაშინ პორტუგალიელი ყველაფერს იურგენ კლოპს აბრალებდა "ცენტრში სამი ძლიერი ნახევარმცველი - ჯანი, ჰენდერსონი და ვეინალდუმი დააყენა, იძულებული ვიყავი უკნიდან მეთამაშა." განაცხადა მაშინ პორტუგალიელმა.

მოურინიოს და კლოპის კამათი ოქტომბერში

მატჩში კოუტინიოს შემოსვლის შემდეგ, ჟოზემ მატჩი კიდევ უფრო ჩაკეტა "კოუტინიოს გამოჩენის შემდეგ, მე არანაირი რესურსი არ გამაჩნდა, რომ ცვლილებისთვის მეპასუხა" დღეს ჟოზეს უკეთესი რესურსი აქვს - მაკტომინეი კარგ ფორმაშია, მატიჩიც, პოგბა დაბრუნდა და გუნდმა ზამთარში ალექსის სანჩესი დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ამ სეზონში გაცილებით სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და მატჩებს დამაჯერებლად იგებს, ჟოზეს იუნაიტედი 2 ქულით მაინც წინ არის და კლოპი ამის შეცვლას ხვალ შეეცდება.

იურგენ კლოპი
"არ მიყვარს ეს ტერმინი 'ავტობუსის ჩაყენება' - არ ვფიქრობ, რომ ამაში რაიმე ცუდია. ფეხბურთში მთავარი მოგებაა და მოგების სხვადასხვა გზები არსებობს. ეს ყველაზე დიდი მატჩია სეზონში ჩვენთვის და კარგად უნდა მოვემზადოთ."

ცენტრალური შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე 16:30-ზე დაიწყება.

მიურეი ნაკრებში?

34 წლის ინგლისელს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ფორვარდებიდან მხოლოდ ჰარი კეინს და ჯეიმი ვარდის ჩამოუვარდება. მესამე ფორვარდის პოზიცია კი ვაკანტურია, რუნი ნაკრებიდან წავიდა, ველბეკი ცუდ ფორმაშია და დეფო ძალიან დაბერდა. რაჰიმ სტერლინგი და მარკუს რაშფორდი კი 9-ნომერზე ბუნებრივია ვერ ითამაშებენ. საუთგეიტმა განაცხადა, რომ მის სელექციაში ასაკს მნიშვნელობა არ ააქვს, თუ ამ პრინციპს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაიცავს, მაშინ მიურეი ნაკრებში, თვის ბოლოს იტალიის და ჰოლანდიის წინააღმდეგ ამხანაგურებში უნდა გამოიძახოს.

გლენ მიურეი
27 მატჩი - 11 გოლი

თუ ეს მოხდა და გლენ მიურეიმ ნაკრებში ითამაშა, 34 წლის ფორვარდი იქნება ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი ეროვნულ გუნდში ბოლო 68 წლის მანძილზე. მსგავსი ფაქტი 2012 წელსაც მოხდა, როდესაც ფაბიო კაპელომ კევინ დევისი მონტენეგროსთან ათამაშა, მაშინ, სადებიუტო მატჩში ბოლტონის ფორვარდი 33 წლის გახლდათ.

მიურეის ბრატიონი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია (ბოლო 7 მატჩი წაუგებლად), შაბათს 19:00 საათზე ევერტონს გუდისონ პარკზე დაუპირისპირდება.

დაუსრულებელი წაგება

ვესტ ბრომვიჩი წელს სულ აგებს, ეხლაც 20 ქულით ბოლო ადგილზეა და მეცხრამეტე ადგილოსან სტოკს 7 ქულით ჩამორჩება. ყოველკვირა ჰოუთორნსზე ალან პარდიუს "ბუინგს" გაიგონებთ, მაგრამ ხმაური არაფერს შევლის, ვესტ ბრომი ვარდება. შაბათს სახლში კლოდ პუელის ლესტერს ეთამაშებიან და ვინ იცის, იქნებ ლესტერთან მოგებით მიდლენსელების მორიგი "დიდი გაქცევის" ეტაპი დაიწყოს და გავარდნას კიდევ ერთხელ გადაურჩნენ.

ალან პარდიუ ვესტ ბრომვიჩში ტონი პულისის შემცვლელად მიიყვანეს, მაგრამ ნეომბრიდან მისი მოსვლის შემდეგ გუნდში სიტუაცია გაუარესდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები