Thumbnail

ევროლიგაც შეწყდა – კორონავირუსმა ევროპული კალათბურთიც გააჩერა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსი საკალათბურთო სამყაროსაც არ ეშვება. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი ვადით შეწყდა თამაშები NBA-ში, ამჯერად კი, ტურნირის შეჩერების გადაწყვეტილება ევროლიგამაც მიიღო.

ტურნირის 29-ე ტურის მატჩები სწორედ დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, გუნდებმა უკვე მიიღეს ოფიციალური შეტყობინება, რომ თამაშები აღარ ჩატარდება.

შეზღუდვები ეხება საკალათბურთო ევროთასსა და ახალგაზრდულ ევროლიგასაც.

“ევროლიგა სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება და ტურნირების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას არსებული მდგომარეობოდან გამომდინარე მიიღებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები