Thumbnail
  • პსჟ-მ დორტმუნდი 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა
  • ნეიმარმა და გუნდის სხვა ფეხბურთელებმა ჰაალანდს დასცინეს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა შინ დორტმუნდის ბორუსია 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პარიზული გუნდი კარგად გამოიყურებოდა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზურიც დაიმსახურა.

გერმანიაში გამართული პირველი შეხვედრის დროს პსჟ ერლინგ ჰაალანდის დუბლით დამარცხდა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მაშინ ორივე გატანილი გოლი ერთ სტილში აღნიშნა. პარიზში გამართული შეხვედრის დროს კი ნეიმარმა გოლი ზუსტად ჰაალანდის მსგავსად აღნიშნა.

ნეიმარის გარდა, ჰალანდს პსჟ-ს სხვა ფეხურთელებმაც დასცინეს. მატჩის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის ყველა მოთამაშემ მსგავსი ჟესტი გაიმეორა. ჰაალანდზე ხუმრობა ფრანგული გუნდის გასახდელშიც გაგრძელდა.

ჰაალანდმა თამაშამდე სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა - "ჩემი ქალაქი და არა შენი". ნეიმარმა არც ეს ფოტო დატოვა უყურადღებოდ და ერლინგს ინსტაგრამის საშუალებით უპასუხა - "პარიზი ჩვენი ქალაქია და არა შენი".

კომენტარები

ბოლო ამბები