Thumbnail

გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონთან! – ძაგნიძე ერთპიროვნული ლიდერია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2482) ჩინებულად თამაშობს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ქალთა გრან პრის მე-3 ეტაპზე, რომელშიც 12 უძლიერესი მოჭადრაკეა ჩართული.

პრესტიჟული შეჯიბრის მე-9 ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი, 2583) დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერს აქტივში 6.0 ქულა აქვს და ის 0.5 ქულით უსწრებს რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2579), შემდეგ კი, 5.0-5.0 ქულით ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2461), რუსი ალინა კაშლინსკაია (2485) და უკრაინელი დები – ანა (2535) და მარია მუზიჩუკები (2535) მოდიან.

ლოზანის გრან პრის დასრულებამდე 2 ტური რჩება. ძაგნიძის შემდეგი მეტოქე ევროპის ჩემპიონი კაშლინსკაია იქნება და ეს, ტურის ცენტრალური პარტია იქნება (ქართველი შავებით ითამაშებს), დასკვნით მე-11 ტურში კი (13 მარტს), ნანა თეთრებით გორიაჩკინას გაეჯიბრება. 

შეგახსენებთ, რომ ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 35 ქულით 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები