Thumbnail

ბელარუსთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრამდე ზუსტად ორი კვირა რჩება. ჩვენი მეტოქის შესახებ ამომწურავად გივი კვარაცხელია გვესაუბრა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, რომელსაც ბელარუსში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთამაშია და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

ვისაუბრეთ ბელარუსული ფეხბურთის შესახებ, პოლიტიკის როლიც განვიხილეთ იქაურ ფეხბურთში, მათ სათამაშო სტილსაც შევეხეთ და ბატეს ფენომენიც განვიხილეთ. მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება გულშემატკივარს ბელარუსის შესახებ აინტერესებდეს, ერთ პოდკასტში.

🎧 POP PODCAST | მთავარი მატჩის წინ

🎙 საუბრობენ: გიორგი უგულავა (პოპსპორტის ანალიტიკოსი), სანდრო ცნობილაძე (ჟურნალისტი), გივი კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი)

📺 youtube

🎵 soundcloud

📌 2020 წლის მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ორი თამაშის მოგება თბილისში და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ პერიოდში პოპსპორტი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და საქართველოს ნაკრების გარშემო გამორჩეულ მასალას შემოგთავაზებთ, რომლებიც რუბრიკაში 'მთავარი თამაში' გაერთიანდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები