Thumbnail
  • პსჟ 2:0 დორტმუნდი
  • პარიზული კლუბი ლიგის მეოთხედფინალში გავიდა 

პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დორტმუნდს ცარიელ 'პარკ დე პრენსზე' უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო, რითიც მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.

ტომას ტუხელმა ძირითად შემადგენლობაში კილიან მბაპე არ დააყენა, რომელიც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსის ტესტზე შეამოწმეს.

მასპინძლებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს - ნეიმარმა რომან ბიურკის თავური დარტყმით გაუტანა და მასპინძლები დააწინაურა.

📺 1:0 ნეიმარი 28'

პარიზელებმა მე-2 გოლი პირველი ტაიმის დამატებით დროში გაიტანეს. სარაბიას ჩაწოდებას ბერნატმა მიმართულება შეუცვალა და ბურთი დორტმუნდის კარში აღმოჩნდა. პარი სენ ჟერმენმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.

📺 2:0 ბერნატი 45+1'

მატჩის ბოლო წუთზე მოედანზე მდგომარეობა დაიძაბა. ნეიმარისა და ემრე ჯანის კამათი ჯანის გაძევებით დასრულდა. ემრემ ბრაზილიელს ხელი კრა და მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

გერმანული გუნდი დამსახურებულად გავარდა. პარიზელებმა კი მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ.

პარიზელი ქომაგი გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა. ისინი ''პარკ დე პრენსის'' გარშემო იდგნენ და კლუბს მხურვალედ ქომაგობდნენ.

პსჟ 2:0 დორტმუნდი

გოლები: 1:0 ნეიმარი (28), 2:0 ბერნატი (45+1)

პსჟ (4-4-2): ნავასი - ბერნატი, კიმპემბე, მარკინიოსი, კერერი - ნეიმარი, გეიე, პარედესი (კუასი 92'), დი მარია (კურზავა 79') - კავანი, სარაბია (მბაპე 64')

დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, ზაგადუ - ჰაკიმი (გიოტცე 87'), ჯანი, ვიტსელი (რეინა 71'), გერეირო - სანჩო, აზარი (ბრანდტი 68'), ჰოლანდი

კომენტარები

ბოლო ამბები