Thumbnail

ოფიციალურად:  E3 2020 კორონავირუსის გამო გაუქმდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • E3-ის ორგანიზატორებმა დღეს განაცხადეს, რომ ივენთი ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს
  • მსურველებს ბილეთებში გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

E3, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ვიდეოთამაშების კონფერენცია, რომელიც 1995 წლის შემდეგ, ყოველ წელს, ლოს ანჟელესში ტარდებოდა, კორონავირუსის გამო გაუქმდა. ოფიციალური განცხადება სულ ცოტა ხნის წინ E3-ის ორგანიზატორებმა გააკეთეს.

''ვირუს COVID-19-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, E3 2020 აღარ ჩატარდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ივენთი ვირტუალურ (ონლაინ) სივრცეში მაინც გაიმართოს. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას 2020 წლის ივნისში მოგაწვდით.''

''ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანაშრომლების, გამოფენაში მონაწილე კომპანიებისა და ხელოვანების და ჩვენი ფანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვისათვის, E3 2020 გაგვეუქმებინა.  COVID-19-ის გლობალური საშიშრუების გამო, მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. მათ, ვისაც ბილეთები ჰქონდა შეძენილი, უახლოეს მომავალში ჩვენი გუნდის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან და თანხას სრულიად აუნაზღაურებენ.'' განაცხადეს E3-ის ორგანიზატორებმა.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ელექტრონული გართობის გამოფენა (Electronic Entertainment Expo), იგივე E3, ივნისის დასაწყისში, კალიფორნიაში, ლოს ანჟელესის საგამოფენო ცენტრში უნდა გამართულიყო და სამ დღეს გაგრძელდებოდა, თუმცა, ონლაინ სივრცეში კარგა ხანს ვრცელდებოდა ჭორები რომ წელს ივენთში ჩაშლის პირას იყო და სხვადასხვა წყაროები ფანებს ბილეთების გაუქმებასაც ურჩევდნენ.

ESA-ს განცხადებიდან მალევე, Microsoft-ის წარმომადგენელმა, ფილ სპენსერმა ტვიტერზე დაწერა, რომ Xbox-ის ივენთი, რომელიც E3-ზე იგეგმებოდა, ონლაინ სივრცეში გაიმართება. ''ამ საკითხზე დეტალებს უახლოეს კვირებში მოგაწვდით.'' განაცხადა მან.

კომენტარები

ბოლო ამბები