Thumbnail

მეივეზერის შვილების დედა გარდაცვლილი იპოვეს - პოლიციის ვერსია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ამერიკელი მოკრივის ყოფილი პარტნიორი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს
  • ფლოიდ მეივეზერს ჯოზი ჰარისთან 15-წლიანი ურთიერთობა და სამი შვილი აკავშირებს

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ლეგენდარული ფლოიდ მეივეზერის ყოფილი მეგობარი ქალი, ჯოზი ჰარისი, რომელთანაც მოკრივეს სამი შვილი ჰყავს, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

40 წლის ქალის ცხედარი აშშ-ში პოლიციამ აღმოაჩინა. ჰარისის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე მკვლელობასთან არ აქვს. 

ჯოზი ლეგენდარულ მოკრივეს ძალადობაში ადანაშაულებდა

მეივეზერსა და ჰარისს ურთიერთობა 15 წლის განმავლობაში ჰქონდათ. 2010 წელს ფლოიდი ორი თვით ციხეში იმის გამო აღმოჩნდა, რომ ჯოზის ფიზიკურად ბავშვების თვალწინ გაუსწორდა. მაშინ ჰარისი აცხადებდა, რომ მსგავსი ინციდენტი სულ ცოტა ექვსჯერ მაინც მოხდა. 

თავად მოკრივე ოჯახურ ძალადობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ჰარისს პრობლემები ნარკოტიკებთან ჰქონდა.

43 წლის ფლოიდ მეივეზერი, რომელსაც კარიერაში 50 წაუგებელი ბრძოლა აქვს გამართული, ბოლოს რინგზე 2017 წლის აგვისტოში გავიდა და UFC-ს ლეგენდა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. მეივეზერს მსოფლიოს ჩემპიონობა 5 სხვადასხვა კატეგორიაში აქვს მოგებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები