Thumbnail

კორონავირუსი და ევროპალიგა | რომა სევილიაში ვერ ჩადის, ხეტაფე - იტალიაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კორონავირუსის გამო, ევროპალიგის 1/8-ფინალის ორი მატჩის ჩატარება შეუძლებელია
  • რომა სევილიაში ჩასვლას ვერ ახერხებს, იტალიაში გამგზავრება ხეტაფეს არ სურს

რომა სევილიასთან ევროპალიგის ⅛-ფინალის პირველი შეხვედრის ჩასატარებლად ესპანეთში არ გაემგზავრა. როგორც იტალიური კლუბის პრესსამსახური ტვიტერზე იუწყება, მათ თვითმფრინავს ესპანეთში დაშვების ნება არ დართეს. 

სევილია-რომას დაპირისპირება ქალაქ სევილიაში, "რამონ სანჩეს პისხუანზე" 12 მარტს უნდა გამართულიყო. საპასუხო შეხვედრა კი რომის ოლიმპიურ სტადიონზე 20 მარტს დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის ცენტრი ევროპაში სწორედ იტალიაა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა გარდაცვალების 600-ზე მეტი შემთხვევა. იტალიაში 3 აპრილამდე ყველა სპორტული ღონისძიების გამართვა უკვე აკრძალეს.  

ანალოგიური მიზეზით, გაურკვეველია ევროპალიგის ⅛-ფინალის კიდევ ერთი მატჩის ჩატარების ბედი, რომელშიც 12 მარტს, მილანის ინტერმა ხეტაფეს უნდა უმასპინძლოს. მანამდე ესპანური კლუბის პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა განცხადა, რომ ხეტაფე იტალიაში არ ჩავა და კლუბის წევრების ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩააყენებს.

ელოდებიან, რომ მატჩების გადადებასთან დაკავშირებით უეფა ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაცხადებს.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ლივერპული
  • ატლეტიკო

კომენტარები

ბოლო ამბები