Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირის სპეციალური განცხადება
  • ‘გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები’

საქართველოს რაგბის კავშირი შაბათს, 14 მარტს დაგეგმილ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა მატჩის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

განცხადებიდან ვგებულობთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრა არ გადაიდება და მეტიც, მასზე მაყურებლები ჩვეულებრივად დაიშვებიან.

“ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას, გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთი სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო. ჯერაც გაურკვეველია, რა ბედი ელის ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩს.

ამ ფონზე, არსებობდა ვარაუდი, რომ შეზღუდვები მოახლოებულ სარაგბო მატჩსაც შეეხებოდა, თუმცა, დღევანდელი განცხადებით სიტუაციას ნათელი მოეფინა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი და რუსი მორაგბეები 14 მარტს ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუსეთი

კომენტარები

ბოლო ამბები