Thumbnail
  • ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშზე თანაგუნდელს შეეჯახა
  • ჯანო ანანიძეს მუხლის გვერდითი მყესი აქვს გაწყვეტილი

ფამაგუსტის ანორთოსისის 27 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩში, რომელიც 26 მარტს თბილისში, ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალის ეგიდით უნდა გაიმართოს.

ანორთოსისის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა ლეგიონერმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, როდესაც თანაგუნდელს შეეჯახა და მუხლის გვერდითი მყესი გაიწყვიტა.

ჯანოს გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ ის მინდორზე მოკლე პერიოდში დაბრუნებას ვერ მოახერხებს. პირველადი ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს მინიმუმ 2 თვე გაუცდება.

ანანიძე ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მალე გაირკვევა, რა სახის ოპერაცია დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ჯანო კვიპროსულ გუნდს, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, შემადგენლობაში კი გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავაც არიან, იანვარში შეუერთდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ანორთოსისის მაისურით 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა, სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები