Thumbnail

კორონავირუსის საფრთხის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3 და ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები 1 აპრილამდე შეჩერდა. ამ რეალობიდან გამომდინარე, დინამო ბათუმის ხელმძღვანელებმა საგანგებო თათბირი გამართეს, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კი კომენტარი კლუბის სპორტულ დირექტორს, ასლან ბალაძეს ვთხოვეთ...

ასლან ბალაძე (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)
“დღეს გავიგეთ სფფ-ს გადაწყვეტილების შესახებ. ეროვნული ლიგა ორ აპრილამდე შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის სამი თამაში გადაიდო: თელავთან, საბურთალოსთან და ლოკომოტივთან. გვქონდა თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ დინამო ბათუმის მთავარი გუნდი 18 მარტამდე საწვრთნელ პროცესს შეაჩერებს. 23 მარტამდე, ფუნქციონირებას შეაჩერებს ბავშვთა აკადემია. ამ პერიოდში, ანგისას ბაზაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რომ სეზონის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”.

კომენტარები

ბოლო ამბები