Thumbnail
  • რუსეთის ნაკრები ქართველებთან მატჩისთვის თურქეთში ემზადება
  • ‘დათვებს’ სხვადასხვა მიზეზთა გამო, 4 მორაგბე გამოაკლდათ

რუსეთის სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა საქართველოსთან მატჩისთვის, რომელიც მომავალ შაბათს, 14 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გახლავთ დაგეგმილი.

რუსების სიაში 28 მორაგბეა, რომლებიც შეკრებაზე თურქეთში იმყოფებიან, თბილისისკენ კი გეზს 12 მარტს აიღებენ.

“დათვებს” ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან რამილ გაისინი, ნიკიტა ჩურაშოვი და ვლადისლავ საზონოვი, ვალერი მოროზოვი კი კი ინგლისურ სეილ შარკსს დაუბრუნდა და ქართველებთან ამიტომ ვერ ითამაშებს.

სხვათა შორის, ხსენებული გაისინი ის მორაგბეა, რომელმაც ქართველებთან მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისში გამარჯვების დრო იყო დამდგარი.

რუსების უელსელი მთავარი მწვრთნელის ლინ ჯონსის მიერ შერჩეულ რაზმში ერთადერთი ლეგიონერია – ფრანგული მასის ფორვარდი ნიკიტა ბეკოვი.

ნაკრებში 9 მორაგბეა ვევეა პოდმოსკოვიედან, ენისეის კი ეროვნულ გუნდში 7 წარმომადგენელი ჰყავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუსეთი

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის წინ, “ბორჯღალოსნები” 19 ქულით პირველი ადგილზე იმყოფებიან და მორიგი ტიტული უკვე განაღდებული აქვთ, რუსები კი ჯერაც სატურნირო ამოცანების გადასაჭრელად იბრძვიან.

თუკი “დათვებმა” თბილისი უქულოდ დატოვეს და ეს, დიდი ალბათობით, ასეც იქნება, შესაძლოა, რუსეთის ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდეს და დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში თამაში მოუწიოს.

ორიოდ სიტყვით მომავალი მეტოქეების ურთიერთშეხვედრებზეც ვთქვათ. “ბორჯღალოსნებს” “დათვები” 21-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, რუსების აქტივში 1 მოგებაა, 1 თამაში კი ფრედ დასრულდა. მეტოქეს ქულებსა (579:260) და ლელოებშიც (66:16) საგრძნობლად ვჯობნით.

რუსეთი საქართველოსთან მატჩისთვის

ფორვარდები: ტაგირ გაჯიევი, ვიტალი ჟივატოვი, იგორ ზიკოვი, ევგენი მატვეევი, პატრის პეკი, ვლადიმირ პოდრეზოვი (ყველა – ვევეა), ევგენი ელგინი, შამილ მაგომედოვი, დენის მაშკინი (ყველა – ენისეი), აზამატ ბიტიევი, კირილ გოტოვცევი (ორივე – კრასნი იარი), ნიკიტა ვავილინი, ევგენი მიშეჩკინი, ალექსეი სკობიოლა (ყველა – სლავა), ვიქტორ გრესევი (ლოკომოტივი), ანტონ სიჩოვი (მეტალურგი), ნიკიტა ბეკოვი (მასი, საფრანგეთი).

ბექები: გერმან გოდლიუკი, კირილ გოლოსნიცკი, დანიილ პოტიხანოვი (ყველა – ვევეა), ალექსანდრ ბუდიჩენკო, დიმიტრი გერასიმოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა – ენისეი), ვასილი დოროფეევი, იური კუშნარიოვი (ორივე – კრასნი იარი), სტანისლავ ბონდარიოვი (ყუბანი), ვასილი არტემიევი (ცსკა).

კომენტარები

ბოლო ამბები