Thumbnail

ტოჩინოშინის მე-3 მარცხი – ქართველ სუმოისტს ტრავმა აწუხებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანეს
  • ტოჩინოშინს რთული მისია აქვს შესასრულებელი

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე კვლავ 1 გამარჯვების ამარა რჩება.

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე მე-4 ტურის ორთაბრძოლა დღეს ჩაატარა და აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოშოსთან იორიკირით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმებით გაწამებული ქართველი სეკიტორი საგაზაფხულო სუპერტურნირს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და მინიმუმ 5 შერკინება მაინც უნდა მოიგოს, რათა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დარჩენა განაღდებული ჰქონდეს.

ამ დროისთვის, აღნიშნულის თაობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგანაც ლევანს მუხლის ტკივილი ისევ აწუხებს და სრული დატვირთვით გარჯა უჭირს.

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტერუცუოში იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები