Thumbnail

BREAKING: კორონავირუსი - სფფ-ის ეგიდით მიმდინარე ყველა ჩემპიონატი შეჩერდა!

  • სფფ-ის გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი შეჩერდა
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეს ნაბიჯი კორონავირუსს უკავშირდება 

მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. ამის შესახებ სფფ-ის ოფიციალური საიტი იუწყება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედის ელის ევრო 2020-ის პლეი ოფის 1/2-ფინალის მატჩს საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში, "დინამო არენაზე" 26 მარტს უნდა გაიმართოს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები