Thumbnail

'თუ წაგება ჩაგვეთვლება, თანახმა ვართ' - ხეტაფეს პრეზიდენტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხეტაფეს პრეზიდენტმა ევროპალიგის მატჩზე განცხადება გაავრცელა
  • მადრიდული კლუბი მილანში ჩასვლას არ აპირებს

ხეტაფეს პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა განცხადა, რომ მისი გუნდი იტალიაში არ ჩავა და კლუბის წევრების ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩააყენებს.

ესპანეთმა იტალიიდან პირდაპირი ფრენები 25 მარტამდე შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდულ კლუბს, კორონავირუსის გარდა, იტალიაში ჩასვლის პრობლემაც აქვს.

ევროპალიგაზე რომა სევილიას უნდა ესტუმროს, ხოლო მომდევნო კვირას ნაპოლის კატალონიაში ჩასვლა უწევს.

''მომდევნო დღეებში მილანში თამაში იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. იტალიასა და ესპანეთს შორის ფრენის დროს საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. კორონავირუსი არამარტო იტალიის პრობლემაა, ეს მთლიანად ევროპის პრობლემაა.

უეფასაც და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასაც მივმართეთ, რომ მატჩი სხვაგან ჩატარდეს. თუ არაფერი შეიცვლება, ხეტაფე მილანში ჩასვლას არ აპირებს'' - განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა.

ევროპალიგის მერვედფინალამდე ინტერმა 1/16-ფინალში რაზგრადის ლუდოგორეცს აჯობა, ხოლო ხეტაფემ ამსტერდამის აიაქსი გააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები