Thumbnail
  • ლაიპციგი 3:0 ტოტენჰემი
  • 1:0 - საბნიცერი (10), 2:0 - საბნიცერი (21), 3:0 - ფიორსბერგი (87)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის მეორე შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემ ჰოთსპური ლაიპციგთან გასვლაზეც დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში გერმანელებმა - 4:0 მოიგეს.

ჟოზე ლონდონის წაგებასაც ტრავმიანობას აბრალებდა, მაგრამ დღეს სტივენ ბერგუინის გამოთიშვის შემდეგაც პორტუგალიელი მარცხის მთავარ მიზეზად კადრობრივ დანაკლისს ასახელებს.

მოურინიომ იანვარში ჯერ ჰარი კეინი დაკარგა, შემდეგ გუნდის კიდევ ერთი შემტევი ლიდერი - სონი, დღეს გაირკვა, რომ გაურკვეველი ვადით თამაშს - სტივენ ბერგუინიც ვეღარ შეძლებს.

1:0 - საბნიცერი (10)

2:0 - საბნიცერი (21)

3:0 - ფიორსბერგი (87)

საინტერესო ფაქტები

⚽ 37 გოლი - ზუსტად ამდენი გაუშვა ტოტენჰემმა ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ყველა ტურნირში ერთად. ამაზე ცუდი შედეგი პრემიერლიგის გუნდებიდან მხოლოდ ასტონ ვილას აქვს - 42!

⚽ იუნაიტედში და ტოტენჰემში ერთად, ბოლო 21 მატჩში მოურინიოს გუნდებმა კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახეს - 2020 წლის იანვარში ტოტენჰემმა უოტფორდის წინააღმდეგ.

⚽ სპურსმა წელს ლიგაზე 4 მატჩი წააგო, ოთხივე გერმანულ კლუბთან - 2 ბაიერნი, 2 ლაიპციგი. ინგლისური გუნდებიდან, ერთი ქვეყნის წარმომადგენელთა იგივე რაოდენობის მარცხი მხოლოდ ლიდს იუნაიტედმა განიცადა - ესპანური გუნდების წინააღმდეგ 2000-01 წლების სეზონში.

შემადგენლობები

ლაიპციგი (3-4-3): გულაში - კლოსტერმანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - მუკიელე, ლაიმერი, საბნიცერი, ანხელინო - ნკუნკუ, შიკი, ვერნერი.

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, ტანგანგა, სესენიონი - დაიერი, ვინსკი - ლე ჩელსო, ალი, ლამელა - ლუკასი.

კომენტარები

ბოლო ამბები