Thumbnail
  • კილიან მბაპეს თამაში დორტმუნდთან საეჭვოა
  • პსჟ-ს ექიმების გადაწყვეტილებით, ის კორონავირუსზეც შეამოწმეს

ოთხშაბათს პარი სენ-ჟერმენი დორტმუნდის ბორუსიას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში მასპინძლობს. ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება და მასში კილიან მბაპეს მონაწილეობა საეჭვოა.

მბაპემ ანგინისა და მკერდში ტკივილების გამო, ბოლო ორი დღის ვარჯიშები გამოტოვა.  L'Equipe ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი კორონავირუსზეც შეამოწმეს, თუმცა პასუხი ნეგატიური იყო. ასე რომ, მბაპეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"მბაპე ცუდად იყო გუშინ და დღესაც ვერ გრძნობს თავს კარგად. მას არ უვარჯიშია. ასე რომ, ხვალ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ის დორტმუნდთან", - განაცხადა თომას ტუხელმა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საფეხბურთო მატჩებზე 15 აპრილამდე მაქსიმუმ 1 000 ფანის დასწრებაა დაშვებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები