Thumbnail

'ვირუსმა მეც მომაკითხა' - ამბობს ნოტინგემის და ოლიმპიაკოსის მფლობელი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 52 წლის ბერძენი შაბათს თამაშს დაესწრო და მოთამაშეებს ხელი ჩამოართვა
  • ევროთასებზე რამდენიმე მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება, მათ შორის ბაიერნი - ჩელსი...

ნოტინგემ ფორესტის ბერძენი მფლობელი - ევანგელოს მარინაკისი ამბობს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა. მარინაკსისი, რომელიც ოლიმპიაკოსის მფლობელიც გახლავთ, შაბათს ნოტინგემ ფორესტის და მილუოლის მატჩს დაესწრო.

როგორც ამბობენ, ბერძენი გუნდის გასახდელში ჩავიდა და კლუბის პერსონალს, ასევე ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს ყველას ხელი ჩამოართვა - შედეგად მთელი გუნდი, პერსონალი სამედიცინო შემოწმებას გადის და ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არიან.

52 წლის ბიზნესმენმა ეს ინსტაგრამის პოსტით დაადასტურა "ვირუსმა მეც მომაკითხა..." - ამბობს მარინაკისი. "თუმცა კარგად ვარ, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ექიმები რასაც მეუბნებიან, მეც იმას ვაკეთებ, ყველა ინფიცირებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."

View this post on Instagram

#Marinakis #HealthStatement #Message

A post shared by Evangelos Marinakis (@evangelos.marinakis) on

კომენტარები

ბოლო ამბები