Thumbnail
  • ‘ისეთ რაგბს ვაჩვენებთ, ვფიქრობ, საქართველოსთან მოგებაც შეგვიძლია’
  • ‘ბორჯღალოსნებს’ ‘დათვებთან’ ზედიზედ 18 გამარჯვება აქვთ

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩის მოახლოებასთან ერთად, “დათვების” ტრადიციული კომენტარებიც გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ “ბორჯღალოსნებს” მეტოქე ზედიზედ 18-ჯერ, სულ კი, 23-დან 21 მატჩში ჰყავთ დამარცხებული, რუსი მორაგბეები ყველა მატჩის წინ აცხადებენ, რომ მათ გუნდი უკეთესია და გამარჯვებაც შეუძლიათ.

ამჯერად, შესაბამისი კომენტარი რამილ გაისინმა გააკეთა:

“საქართველოს ნაკრები საკმაოდ სერიოზული მეტოქეა. მასზე ბევრი საუბარი საჭიროც არაა, რადგანაც ისედაც ყველაფერი ცხადია. რაც მე ნაკრებში ვთამაშობ, ქართველებისთვის არასდროს მოგვიგია.

საჭიროა, შესაბამისად განვეწყოთ და ისტორია შევქმნათ. ახლა, საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავს და უკვე დროა, ისინი დავამარცხოთ.

მართალია, ტრავმირებული მორაგბეები მოგვიმრავლდა, მაგრამ ჩინებული ახალგაზრდები მოდიან, რომლებიც დღითიდღე უმატებენ.

ნაკრების ბირთვი უკვე გამოკვეთილია, კარგ რაგბს ვაჩვენებთ და ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების დამარცხება შეგვიძლია.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მატჩს როგორ განწყობაზე შევხვდებით”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩი შაბათს, 14 მარტს (16:00 საათზე), თბილისშია დაგეგმილი, თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ ის მაყურებლების გარეშე ჩატარდეს.

ბოლოს, კიდევ ერთხელ სტატისტიკაზეც ვთქვათ. “ბორჯღალოსნებს” რუსები 21-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, რუსების აქტივში 1 მოგებაა, 1 თამაში კი ფრედ დასრულდა. მეტოქეს ქულებსა (579:260) და ლელოებშიც (66:16) საგრძნობლად ვჯობნით.

კომენტარები

ბოლო ამბები