Thumbnail

კორონავირუსი და ნარკოტიკები - იაპონიის სარაგბო ლიგის პრობლემები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონიის სარაგბო ლიგა რამდენიმე მიზეზით შეაჩერეს
  • ლიგის ხელმძღვანელებს საზოგადოების ნდობის დაბრუნება სურთ

კორონავირუსის გამო, იაპონიის სარაგბო ლიგაში მატჩები მარტის ბოლომდე შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ მატჩების შეჩერების მიზეზი მხოლოდ კორონავირუსი არ არის. ჰინო რედ დოლფინსის მორაგბე ჯოელ ევერსონი კოკაინის გამოყენებისთვის დააკავეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იაპონიაში მორაგბეებს ნარკოტიკების გამოყენებაში ამხილებენ - წინა სეზონში ტოიოტა ვერბლიცის 2 მორაგბე ნარკოტიკული ნივთიერებებით დააკავეს, ხოლო ნიჰონის უნივერსიტეტის მორაგბე მარიხუანшს გამოყენებაში ამხილეს.

''ბოდიშს ვუხდით TOP ლიგის ქომაგებს. ყველა მონაწილესთან სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვეცდებით, რომ საზოგადოების ნდობა დავიბრუნოთ''б - განაცხადა ლიგის ხელმძღვანელობამ.

კომენტარები

ბოლო ამბები